პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი „სირცხვილიას“ აქტივისტების დაჯარიმებას უკანონო, არაკონსტიტუციურ და სამარცხვინო საქციელად აფასებს.
მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს.
„ხელისუფლება აგრძელებს ოცნების სადამსჯელო პოლიტიკას იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი და რომელიც ხედავს იმ მძიმე რეალობას, სადაც ქვეყანა აღმოჩნდა ამ ხელისუფლების პირობებში. უკანონოა, არაკონსტიტუციურია და სამარცხვინოა, ხელისუფლების მიერ დაჯარიმებების მორიგი სერია, რომელიც აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ - თბილისის ქუჩებში ამ სიტყვების დაწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა აქტივისტთა ერთ ნაწილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა, მეორეს კი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა.